ნიუ იორკ ტაიმსი წერს, რომ დონალდ ტრამპი გაღიზიანებულია როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ლიდერით, თუმცა ზელენსკის მიმართ უფრო მტრულად არის განწყობილი
ნიუ იორკ ტაიმსი წერს, რომ დონალდ ტრამპი გაღიზიანებულია როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ლიდერით, თუმცა ზელენსკის მიმართ უფრო მტრულად არის განწყობილი. გამოცემის ცნობით, ტრამპმა თანაშემწეს არაერთხელ უთხრა, რომ ზელენსკი ცუდი ადამიანია, რომელიც მსოფლიოს ბირთვული ომისკენ მიაქანებს. ნიუ იორკ ტაიმსი წერს, რომ დონალდ ტრამპმა იმედგაცრუება არაერთხელ გამოხატა ვლადიმერ პუტინის მიმართაც, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების გამო.
