თეთრი სახლის ლიდერი დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდება
თეთრი სახლის ლიდერი დღეს გერმანიის კანცლერს შეხვდება. დონალდ ტრამპი და ფრიდრიხ მერცი უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავენ. საუბარი, სავარაუდოდ, ტარიფებსაც შეეხება. დონალდ ტრამპი ბრიუსელს ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუმცა რეგულაციის ძალაში შესვლა 9 ივლისამდე გადადო.
