დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა
დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. შეზღუდვები შეეხო: ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეის, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებს. ნაწილობრივი შეზღუდვები გავრცელდება ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, ვენესუელისა და თურქმენეთის მოქალაქეებზეც. ახალი რეგულაცია ძალაში 9 ივნისს შევა.
