კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან. მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებასა და ქართული კულტურის დღეებში. ღონისძიებაზე საქართველო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით იქნება წარმოდგენილი. მიღებას მუსიკალურად გააფორმებენ დავით მაზანაშვილის ბენდი, ანსამბლი “ფორტე”, აჩიკო ნიჟარაძე და დათო ხუჯაძე. გაიმართება ანსამბლ “ერისიონის“ გალა კონცერტი, მოეწყობა ღვინის და ქართული კერძების დეგუსტაცია.