იუსტიციის მინისტრი გლდანში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის მშენებლობის სამუშაოს გაეცნო
იუსტიციის მინისტრი გლდანში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის მშენებლობის სამუშაოს გაეცნო. ახალი ფილიალი ომარ ხიზანიშვილის ქუჩის 81 ნომერში გაიხსნება და გლდანის რაიონის მცხოვრებლებს 500-მდე სერვისს შესთავაზებს. ქვეყნის მასშტაბით, ამჟამად, იუსტიციის სახლის რვა ახალი ფილიალის მშენებლობა მიმდინარეობს.
