პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება
პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, რომ შვედეთში ექსტრემისტულ და ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესი მკვეთრად განსხვავდება ქართული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს 2024 წლის ნოემბრის ვიდეოს, სადაც შვედეთის პარლამენტის წარმომადგენელი თბილისის აქციებზე საუბრობს, ხალხს პროტესტისკენ მოუწოდებს, იხსენებს უკრაინის მაიდანს.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
