ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობას. განაცხადა, რომ მშვიდობის როლი კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. პრემიერის თქმით, თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი ყოველთვის იყო საინტერესო პლატფორმა სხვადასხვა საკითხზე აზრთა გაცვლისთვის. ღონისძიება დედაქალაქის მერმა გახსნა. მონაწილეებს მიმართეს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებმა.