საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს პირველ სპარინგ შეხვედრას ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს პირველ სპარინგ შეხვედრას ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გამართავს. ეს გუნდები ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდებიან. აქამდე ჩატარებული ორივე მატჩი ჩვენი ქვეყნის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ევრო 2008-ის შესარჩევში ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი შეხვედრა 6-0, ხოლო საპასუხო 3-1 მოიგეს. ეროვნულ გუნდში დღეს ბოლო შეხვედრას ჩაატარებს გიორგი ლორია. თამაში დინამო არენაზე, 20:00 საათზე დაიწყება.
