პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი” ამოიღო
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი” ამოიღო - დაკავებულია თურქეთის მოქალაქე. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბათუმში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი", ,ასევე, ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
