პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება
პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, რომ შვედეთში ექსტრემისტულ და ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესი მკვეთრად განსხვავდება ქართული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს 2024 წლის 11 დეკემბრის ვიდეოს, სადაც შვედეთის პარლამენტის წარმომადგენელი თბილისის საპროტესტო აქციებზე საუბრობს, ხალხს პროტესტისკენ მოუწოდებს, იხსენებს უკრაინის მაიდანს.
