თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს
თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს სახელწოდებით - მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. მთავარი განსახილველი თემებია: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა, ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება. ფორუმში მონაწილეობენ ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიება დედაქალაქის მერმა გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები