მწვანე საღამოები
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი "მწვანე საღამოები“ იტალიელი სცენარისტის, პოეტისა და მწერლის ტონინო გუერას რომანის, ქართული გამოცემის პრეზენტაციით გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში ასევე გაიმართება ქართველი და იტალიელი მუსიკოსების კონცერტები. ფესტივალი 7 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
