საქართველოს მხარდაჭერა
64 თანასპონსორი და 107 სახელმწიფოს მხარდაჭერა. ისტორიული დღე საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციის მხარდამჭერთა მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა. დოკუმენტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მხარს უჭერს იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა სახლებში ღირსეული დაბრუნების უფლებას. რეზოლუციის თანაავტორებსა და მხარდამჭერებს შორის არიან შეერთებული შტატები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ლათინური ამერიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის სახელმწიფოები.
