ევროკავშირის რეიტინგი საქართველოში
რატომ გაიზარდა ევროკავშირის მიმართ უნდობლობა საქართველოში? მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ეს არის საზოგადოების რეაქცია იმ უსამართლო დამოკიდებულებაზე, რაც ევროპამ ქვეყანასთან მიმართებით არაერთხელ აჩვენა. კვლევა, სადაც ეროვნული მთავრობის მიმართ ნდობაა გაზრდილი „ევრობარომეტრს“ ეკუთვნის. გამოკითხვა ქვეყანაში 2025 წლის 27 მარტიდან 15 აპრილამდე ჩატარდა. სპეციალისტებმა 1011 რესპონდენტი გამოჰკითხეს. „ევრობარომეტრი“ საზოგადოებრივი აზრის კვლევების სერიაა, რომელიც ევროკომისიისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების დაკვეთით, 1974 წლიდან ტარდება.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
