ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა
ფორუმის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ 70-ზე მეტი კომპანიის 2000-ზე მეტ ვაკანსიას — როგორც სეზონური, ასევე გრძელვადიანი დასაქმების მიმართულებით. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს სიტყვით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ხაზი გაუსვეს იმ შესაძლებლობებს რომელსაც დასაქმების ფორუმი იძლევა ორივე მხარისთვის.
