საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ ძლიერი მედეგობა და წინსვლა აჩვენა. ძლიერია მაკროეკონომიკური მართვაც. მისი თქმით, საქართველოს აქვს ძლიერი პოზიცია, განაგრძოს ეკონომიკური ზრდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, მისიის ხელმძღვანელის, სების პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.
