შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაციას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა ნაყოფიერი საპარლამენტო თანამშრომლობა, როგორც საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებს, ისე კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის. ხაზი გაესვა ორმხრივი ვიზიტების დადებით დინამიკას. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე
