მოლაპარაკებების გახსნა ევროპულმა საბჭომ შეაჩერა”- ეს განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გააკეთა
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის აღიარება მარტა კოსის მიერ, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მოლაპარაკებების გახსნა შანტაჟისთვის გამოიყენებოდა და ოპოზიციის კამპანიაც ცრუ ბრალდებაზე იყო აგებული. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ამ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ ოპოზიციაში და არასამთავრობო სექტორში
