ევროკავშირის ელჩისთვის 30 მაისს გაგზავნილი წერილი, რომელიც ამ დრომდე უპასუხოდ რჩება , დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა
დოკუმენტში შალვა პაპუაშვილი წერს, რომ შემაშფოთებელია მოცემულობა, როდესაც ევროკავშირის სახელი და დაფინანსება, სიძულვილისთვის, ძალადობისა და პროპაგანდისთვის გამოიყენება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზიზღის და ძალადობის გამოვლენისგან დისტანცირებაზე უარი, საქართველოს მოსახლეობაში თავად ევროკავშირის მისიის რეპუტაციას აზიანებს. ქრონიკა საქართველოში ევროკავშირის მისიას დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია
