გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილია წარდგენილი, შესაბამისად ვაკანტურია გენერალური პროკურორის პოსტი
გაბიტაშვილი აუდიტორის თანამდებობაზე ცოტნე ყავლაშვილს ცვლის, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა. ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ახალი გენერალური პროკურორის ასარჩევად საპარლამენტო პროცედურები დაიწყება. ახლა მოვალეობას გენპროკურორის მოადგილე გიორგი გვარაკიძე ასრულებს. რაც შეეხება გაბიტაშვილს, მას ჯერ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე მოუსმენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს უყრის. თანამდებობაზე ასარჩევად მას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება
