მოწოდება ევროპარლამენტიდან
მოწოდება ევროპარლამენტიდან. საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში, სადაც თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი, ევროპარლამენტარები ქართულ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებენ. აპირებს თუ არა ამ მოწოდების გათვალისწინებას , ოპოზიციის ნაწილი კითხვას არ პასუხობს. მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარების ამ მოწოდებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიცია გარე დავალებებზეა დამოკიდებული.