სპორტის მინისტრმა ჩოგბურთელ საბა ფურცელაძეს „თბილისის ჩელენჯერზე" მოპოვებული გამარჯვება მიულოცა
სპორტის მინისტრმა ჩოგბურთელ საბა ფურცელაძეს „თბილისის ჩელენჯერზე" მოპოვებული გამარჯვება მიულოცა. საბა ფურცელაძე პირველი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც „თბილისის ჩელენჯერის“ ჩემპიონი გახდა, მან ფინალში იტალიელი ფედერიკო ცინა ორ სეტში 7:6, 6:4 დაამარცხა.საერთაშორისო ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მზიურის საჩოგბურთო კორტებზე მამაკაცებს შორის გაიმართა.
