2025 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.5%-ით გაიზარდა და 56 მილიარდი ლარი შეადგინა
2025 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.5%-ით გაიზარდა და 56 მილიარდი ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ამავე პერიოდში 2,9 %-ით გაზრდილია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა და ის 771 000 კაცს შეადგენს.
