საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის შეკრების ფარგლებში ამხანაგურ მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის შეკრების ფარგლებში ამხანაგურ მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაში თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. რამაზ სვანაძის გუნდი ავსტრიაში 8 ივნისამდე დარჩება, შემდეგ კი სლოვაკეთში გადაინაცვლებს, სადაც ფეხბურთელებს ზედიზედ მეორე კონტინენტის პირველობა ელოდებათ.
