გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დავით სონღულაშვილმა ისაუბრა რთველზე და აღნიშნა, რომ სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მეღვინეების ერთობლივი მუშაობით რთველი ორგანიზებულად ჩატარდება. წელს სახელმწიფოს აქვს განსხვავებული მიდგომა და ხარისხიან და უხარისხო ყურძენს ერთ ფასად აღარ ჩაიბარებს. რთველს დროს მოსავლის აღრიცხვა ელექტრონული სასწორით მოხდება.
