თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ბრალდებით, თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რვა ადამიანი დააკავა. მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ასევე დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
