2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით შემცირებულია
2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით შემცირებულია. მონაცემები ევრობარომეტრს ეკუთვნის, რომელიც კვლევას ევროკომისიისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების დაკვეთით ატარებს. გამოკითხვა 27 მარტიდან 15 აპრილამდე ჩატარდა. სპეციალისტებმა 1011 რესპონდენტი გამოჰკითხეს.
