ქუთაისში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა
ქუთაისში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. უბანი, სადაც სამუშაოები ჩატარდა, რიონის ორივე სანაპირო ზოლს მოიცავს. ორივე სანაპიროზე მოეწყო ნაპირდამცავი ნაგებობები. მდინარის მარცხენა ნაპირის მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირდამცავი კედელი იწყება მდინარე რიონის კაშხლიდან და სრულდება არსებულ ნაპირდამცავ კედელთან. კედლის ბოლოს მოეწყო ახალი მონოლითური რკინა-ბეტონის კიბეც. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა.
