ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა
ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. გარდაბნის პირველ და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლებში დასრულებულ სამუშაოებს და მიმდინარე სასწავლო პროცესს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გაეცნო. ორივე სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები.ფუნქციონირებს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო და ბიბლიოთეკა. სკოლები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
