„ხალხის ძალის“ წევრებმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს
„ხალხის ძალის“ წევრებმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ანგარიში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააცნო. გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა. შემცირდა ინფლაციის მაჩვენებელიც. ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა ტურიზმისა და ექსპორტ-იმპორტის დარგებშიც.
