თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება, ოპოზიციაში კი დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება
თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება, ოპოზიციაში კი დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას მონაწილოება მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამორალურს უწოდებს ელენე ხოშტარია. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა თავისუფლების მოედანმაც. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია სრულად გარე დავალებებზეა დამოკიდებული და საკუთარი სურვილით გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.
