ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და რადიკალიზაციის წახალისებად აფასებს მმართველი გუნდი მარტა კოსის განცხადებას
ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და რადიკალიზაციის წახალისებად აფასებს მმართველი გუნდი მარტა კოსის განცხადებას, რომელიც მან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, საქართველოს ხელისუფლება მიღებული კანონების გამო გააკრიტიკა, ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა რასა იუკნევიჩიენეს. „ქართულ ოცნებაში“ ევროკომისრის უსამართლო და სუბიექტურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარი ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაცვაა.
