2028 წლისთვის უმუშევრობა უნდა ჩამოსცდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალო ხელფასი კი გადასცდეს 3 500 ლარს
2028 წლისთვის უმუშევრობა უნდა ჩამოსცდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალო ხელფასი კი გადასცდეს 3 500 ლარს- ეს არის ხელისუფლების მიზანი. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპით ეს შესრულებადია. ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და თქვა, რომ ამ მხრივ საქართველო რჩება მოწინავედ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.
