თბილისის პირველი მშრალი პორტი ოფიციალურად ამოქმედდა
თბილისის პირველი მშრალი პორტი ოფიციალურად ამოქმედდა. ეს არის თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი. მშრალი პორტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში. თბილისის მშრალი პორტი „აბუ დაბი პორტს გრუპის“, ნორვეგიული „ვილჰელმსენ პორტ სერვისის“ და ადგილობრივი „ინვეკოს“ ერთობლივი პროექტია.
