გავლენიანმა გამოცემა ტრანსფერმარკეტმა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება განაახლა და ქართველი ფეხბურთელის ფასი 90 მილიონი ევრო გახდა
გავლენიანმა გამოცემა ტრანსფერმარკეტმა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება განაახლა და ქართველი ფეხბურთელის ფასი 90 მილიონი ევრო გახდა. პარი სენ ჟერმენის შემტევის ღირებულება აქამდე 85 მილიონი იყო. საქართველოს ნაკრების ლიდერს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მან ცოტა ხნის წინ დასრულებულ სეზონში ყველა ტურნირი მოიგო, სადაც ითამაშა. მათ შორის გახდა იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონი და ასევე ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, რომლის ფინალშიც ინტერის წინააღმდეგ გოლიც გაიტანა. კვარაცხელია პარიზულ გუნდში იანვარში გადავიდა, 25 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.