ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი
ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი. მთავრობის გადაწყვეტილებაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა და თქვა, რომ ეს არის დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ხვიჩა სახელმწიფოსგან მიიღებს. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე ასევე არიან წარდგენილი კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია, სპორტსმენები, რომლებსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო.
