მთავრობა სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალური პროგრამის შექმნის ინიციატივით გამოდის
მთავრობა სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალური პროგრამის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომლის მიზანია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს შეეხება როგორც საჯარო სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით შეიძლება დაიტვირთოს. ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ინვესტორი სპორტულ ინფრასტრუქტურასა და მოედნებს მოაწყოს, მას 20-წლიანი იჯარით გადაეცემა შესაბამისი მიწის ნაკვეთი.