რუსეთმა უკრაინაში ქალაქ სუმს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით შეუტია - ჭურვები ქალაქის ცენტრში აფეთქდა
დაიღუპა 3 და დაშავდა 16 ადამიანი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ქალაქში თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოკუპანტმა სუმის ოლქზე ზაფხულის ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო. პარალელურად, რუსული არმია უტევს ხარკოვის ოლქსაც.
