ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი გამოიძიებს, იყო თუ არა ჯო ბაიდენი კომპეტენტური, როდესაც საპრეზიდენტო ვადის ბოლო პერიოდში, ოჯახის წევრებსა თუ უახლოეს გარემოცვაზე, ასევე სიკვდილმისჯილ პატიმრებზე შეწყალებები გასცა
როიტერსის ინფორმაციით, გამოძიებამ ასევე უნდა დაადგინოს, იყენებდნენ თუ არა ბოროტად მისი გარემოცვის წევრები პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. რა უფლებამოსილებით და ვინ იყენებდა საპრეზიდენტო ხელმოწერებს, ამ საკითხზე მოსმენას გეგმავს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტიც.
