ნიუ იორკ ტაიმსის ცნობით, მოსკოვი რუსეთის აეროდრომებზე დრონების მასშტაბური თავდასხმის გამო მკაცრი საპასუხო დარტყმებისთვის ემზადება
გამოცემის ინფორმაციით, ამერიკული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბურ თავდასხმას მოაწყობს, რომლის სამიზნეც უკრაინის ენერგეტიკული სისტემა და სამოქალაქო ობიექტები იქნება. ნიუ იორკ ტაიმსი წერს, რომ უკრაინამ რუსულ სამხედრო ავიაციას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა არასაკმარისი იმისთვის, რომ რუსეთს საბრძოლო მოქმედები შეემსუბუქებინა.
