ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი კიევში 814 ათასი დოლარი დაჯდა - ძვირად ღირებული სასტუმროსთვის გაწეული ხარჯი ვაშინგტონში კრიტიკის საგნად იქცა.
კერძოდ, საუბარია სენატორების - ლინდსი გრემისა და რიჩარდ ბლუმენტალის მივლინებაზე. მათ უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გამართეს. მედიაში გავრცელდა ამონაწერი ამერიკის მთავრობის ხარჯების ოფიციალური ვებგვერდიდან, საიდანაც ირკვევა, რომ ამ მივლინებისთვის, სასტუმროსა და მგზავრობის ხარჯებზე ორი მსხვილი ტრანზაქცია განხორციელდა, ერთი 403 ათასი დოლარის, მეორე კი 411 ათასი დოლარის ოდენობის. ინფორმაციას, სოციალურ ქსელში აზიარებს წარმომადგენელთა პალატის წევრი მარჯორი ტეილორ გრინი. იგი აღნიშნავს, რომ კონგრესის დელეგაციის მსგავსი მივლინებები ზედმეტად ძვირი ჯდება და ზოგჯერ უცხოური ომების გახანგრძლივებასაც ემსახურება.
