შვედეთის მთავრობა ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსების აკრძალვას ითხოვს
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუღებელია უცხოელი პოლიტიკური აქტორები შვედეთში აფინანსებდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც დემოკრატიასა და მის ინსტიტუტებს ძირს უთხრის. შვედეთის მთავრობა, რისკის გამორიცხვის მიზნით, მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას აუცილებლად მიიჩნევს. ცნობისთვის, შვედეთმა საქართველოში ფარას ანალოგის მიღება გააკრიტიკა და რეპრესიულ კანონად მოიხსენია. ორმაგი სტანდარტი - ასეთი მმართველი გუნდის შეფასება. ოპოზიცია კი შვედეთის მთავრობის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს იზიარებს.
