ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი
პრემიერ მინისტრის განცხადებით, კონსულტაციები პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ჰქონდა, გადაწყვეტილება კი ერთხმად მიიღეს. ირაკლი კობახიძის თქმით, უმაღლეს საკლუბო ტურნირებში მიღწეული წარმატებისთვის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ ასევე კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას.
