მთავრობის ინიციატივით შემუშავდება სპეციალურ პროგრამა, რომლის მიზანია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
პრემიერ მინისტრის განცხადებით, პროგრამა შეეხება როგორც საჯარო სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით დაიტვირთება. ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ინვესტორი სპორტული ინფრასტრუქტურასა და მოედნებს მოაწყობს, მას 20 წლით იჯარით გადაეცემა შესაბამისი მიწის ნაკვეთი. პროგრამა უახლოეს დღეებში დაანონსდება და ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს შეეძლება მასში მონაწილეობა.