პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვან რეფორმაზე ისაუბრა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს მენეჯმენტის ცვლილებას და სისტემის გაჯანსაღებას გულისხმობს. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნაა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ენერგეტიკის სექტორში ჩამოყალიბებული იყო გარკვეული პრაქტიკები, რაც მის განვითარებას აბრკოლებდა. პრემიერის განცხადებით, მაქსიმუმი გაკეთდება, რომ გაჯანსაღდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემა.