უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ბრიუსელის მიერ მიღებული რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივების გადაწყვეტილების გამო, თავდაცვის საბჭო მიიწვია
ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, სოციალურ ქსელში ავრცელებს. ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბრიუსელს ომის გაგრძელება სურს, უნგრეთი კი ომის გაგრძელების წინააღმდეგია და შეერთებული შტატების სამშვიდობო ძალისხმევას უჭერს მხარს.
