რუსეთმა უკრაინასთან დაკავშირებით მემორანდუმის სრული ტექსტი გამოაქვეყნა
საუბარია რუსეთის ძირითად მოთხოვნებსა და ცეცხლის შეწყვეტის ორ ვარიანტზე. რუსეთი უკრაინისგან „ყირიმის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საერთაშორისო-სამართლებრივ აღიარებას, უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, სამხედრო კავშირებში გაწევრიანებაზე უარს ითხოვს. მოთხოვნათა შორისაა უკრაინაში სხვა სახელმწიფოების სამხედრო საქმიანობის აკრძალვა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა; რუსულ ენოვანი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლების უზრუნველყოფა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნა.
