იტალიისა და საქართველოს მთავრობებს შორის შედგა შეთანხმება ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე
რომში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშემ, შეხვედრა გამართეს იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საკითხის მნიშვნელობას, რაც იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ქართული მართვის მოწმობები გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ იტალიურ მართვის მოწმობაში. საქართველოს მსგავსი შეთანხმება უკვე აქვს გაფორმებული ესპანეთთან, საბერძნეთთან და ირლანდიასთან.
