სანდრო ახმეტელის ქუჩის განახლება
სანდრო ახმეტელის ქუჩის განახლება - სამუშაოები 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე სამოძრაო ზოლი გამოიყოფა, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგე სივრცეები. პროექტით ტერიტორიის გამწვანებაც არის გათვალისწინებული.
