სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. მხარეებმა ერთმანეთში სამშვიდობო მემორანდუმები გაცვალეს
სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. მხარეებმა ერთმანეთში სამშვიდობო მემორანდუმები გაცვალეს. პარალელურად, პრეზიდენტი ზელენსკი ნატოს აღმოსავლეთ ქვეყნების სამიტში მონაწილეობდა, სადაც დასავლეთს უკრაინის დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ამას წინ უსწრებდა რუსეთის სიღრმეში ჩატარებული მასშტაბური ოპერაცია სახელწოდებით “ობობის ქსელი”, რომლის შედეგადაც უკრაინულმა დრონებმა აეროდრომებზე რამდენიმე ბომბდამშენი გაანადგურეს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
